ჯიჯის ერთ-ერთი პროექტის, სახელწოდებით: ,, ვაზის კულტურა საქართველოში" ფარგლებში , ჯიჯიელებმა კახეთის რეგიონი მოიარეს, ისტორიული ადგილები დალაშქრეს და კულტურულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები დაათვალიერეს.
კახეთიდან დაბრუნებულმა ჯიჯის მოსწავლეებმა, საწნახელში ყურძენი დაწურეს, თათარა მოადუღეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
დაგეგმილმა აქტივობებმა მხიარულ ვითარებაში ჩაიარა.
პატარა ჯიჯიელების განმარტებით, გარემო, რომელიც გიმნაზიაში იქმნება, ძირძველი ტრადიციების უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა და ზრდის მოტივაციას, გიყვარდეს და პატივს სცემდე ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.