ჯიჯიელები, საუკეთესო სურვილებით იუბილეს ვულოცავთ, ჩვენი გიმნაზიის დამფუძნებელს, ბატონ ჯიმშერ ღურწკაიას.
ბატონი ჯიმშერის ძალისხმევით ჯიჯიელებს ყველა პირობა შეგვექმნა შესაძლებლობების გამოვლენისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის. მისი ინიციატივით ჯიჯიში ინერგება საუკეთესო საერთაშორისო მიღწევები, მიმდინარეობს ინოვაციური მიდგომების აპრობაცია.
ხანგრძლივ და ნაყოფიერ მოღვაწეობას ვუსურვებთ ჯიჯი გიმნაზიის დამფუძნებელს, ჩვენთვის უსაყვარლეს პიროვნებას.
ასევე ვულოცავთ ოჯახის წევრებს, მადლობას მოვახსენებთ მის მშობლებს ბატონ ალექსანდრესა და ქალბატონ ლუიზას სამაგალითო შვილის აღზრდისათვის!