26 სექტემბერს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობისთვის ჯიჯის დირექციამ საორგანიზაციო კომიტეტისგან მადლობის წერილი მიიღო.
"ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის დამსახურებით წარმატებით ჩაიარა ილიაუნის რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკმა, რომელიც მეცნიერების პოპულარიზებასა და ახალგაზრდა თაობების მეცნიერებით დაინტერესებას ისახავს მიზნად. ვიმედოვნებთ, რომ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და სასარგებლო ღონისძიებას განვახორციელებთ" - აღნიშნულია წერილში.
ჩვენც მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ჯიჯი გიმნაზიის სამეცნიერო პიკნიკზე ღირსეულად წარმოჩენისათვის.