ჯიჯიელებმა დღეს მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანია...
მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოჩენა.
ჯიჯიელების მიერ წარმოდგენილმა ექსერიმენტებმა საყოველთაო ყურდღება მიიქციეს და მოწონება დაიმსახურეს. ჯიჯის გამოფენით დაინტერესდნენ ბავშვები და მოზრდილებიც, სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები, სახელმძღვანელოების ავტორები,..
მერვეკლასელებმა ექსპერიმენტები საერთაშორისო ექსპერტის, ფიზიკოსის, ალექსანდრ გუშჩინის, პროფესორ დავით სონღულაშვილისა და ქიმიის დოქტორ მარი ქვარაიას ხელმძღვანელობით მოამზადეს.