დღეს, ჯიჯი გიმნაზიის დირექტორი, ბატონი ჯამბულ ნაჭყებია შეხვდა კომპანია „ფიუვეს“ ექსპერტს, ფიზიკოსს, ბატონ ალექსანდრე გუშჩინს, რომელიც....
ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ზუგდიდში საცხოვრებლად და ჯიჯიში სამუშაოდ. მან მადლობა მოახსენა ექსპერტს განათლების საერთაშორისო გამოფენებზე ჯიჯისთვის უნიკალური ლაბორატორიული აღჭურვილობის, მასალების შერჩევასა და დამოტაჟებაში შეტანილი წვლილისთვის , თანადგომისათვის გიმნაზიის განვითარების ახალ ეტაპზე, როცა ამ ბაზის გამოყენებით ჯიჯიელები უნდა დაეუფლონ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თეორიულ საფუძვლებს, ასევე შეძლონ ექსპერიმენტული კვლევების ჩატარება.
ბატონმა ალესანდრემ მადლობა გადაიხადა საქართველოში სამუშაოდ მოწვევისათვის. ექსპერტმა საბუნებისმეტყველო საგნების ადგილობრივ სპეციალისტებთან შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
გარდა ამისა, ექსპერტის უცხოენოვანი შვილები დაესწრებიან საგაკვეთილო პროცესს კლასებში. შესვენებაზე, ჯიჯის მოსწავლეებთან ერთად, გაერთობიან გიმნაზიის ეზოში და ატრაქციონებზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლეებში რუსული ენის უკეთ შესწავლას.
ჯიჯი გიმნაზია დასახული მისიის უკეთ მიღწევის მიზნით, სამომავლოდ, უფრო მეტი უცხოენოვანი, კვალიფიციური კადრის მოზიდვასა და მათთან თანამშრომლობას გეგმავს.
სტუ-სთან თანამშრომლობით, პროფესორ დავით სონღულაშვილის მონაწილეობით ,გიმნაზიაში გასულ სასწავლო წელს წარმატებით განხორციელდა საპილოტე პროექტები საბუნებისმეტყველო მიმართულებით.