error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჯიჯის მესაკუთრის მიმართვა
ჯიჯის მესაკუთრის მიმართვა

საგანმანათლებლო სისტემაში ახალი მეთოდების დანერგვა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ადამიანებს გააჩნიათ მიდრეკილება ასწავლონ ისევე, როგორც თვითონ სწავლობდნენ. ასევე, საგანმანათლებლო სტრუქტურებისთვის სასწავლო-აღმრზდელობითი პროცესის მოდელების შეცვლა ძნელია. მაგრამ, ჩვენ ვცხოვრობთ პოსტინდუსტრიულ, ციფრულ სოციუმში და ჩვენი ბავშვები უნდა შეეგუონ ახალ გარემოში ცხოვრებას. სწორედ ესაა განათლების საბოლოო მიზანი - მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში შესვლა, ადაპტირება და წინსვლა....

დღეს ჩვენს ბავშვებს უნდა აინტერესებდეთ და უნდა ვასწავლოთ პასუხი კითხვებზე: რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უკეთ იცხოვრონ? როგორ გაუმკლავდნენ პირად თუ გლობალურ პრობლემებსა და გამოწვევებს? როგორ აითვისონ და სასიკეთოდ გამოიყენონ აჩქარებული ტექნიკური პროგრესი? დამეთანხმებით, ამ და ასეთი დონის სხვა ამოცანების გადასაჭრელად, ჩვენი მშობლების თაობის სასწავლო მოდელი, საბჭოთა პედაგოგიკა ვერ გამოდგება.
სწორედ ზემოაღნიშნულის შეგნებამ გვიბიძგა, შეგვექმნა და დაგვემკვიდრებინა საგანმანათლებლო კონცეფცია, რომელსაც სამუშაო სახელწოდებად - “ჯიჯის პედაგოგიკა” ვუწოდეთ.
ახალ მიდგომებს, მათ მეცნიერულ-პრაქტიკულ შემუშავებას და დანერგვას, მე და ჩემი თანამოაზრე, გიმნაზიის დირექტორი, ბატონი ჯამბულ ნაჭყებია, დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის სრული ჩართულობით, გასულ სასწავლო წელს შევუდექით.
ნოუ-ჰაუს შენარჩუნების მიზნით ვერ მოგაწვდით ჩვენს მიერ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯების დეტალებს, მაგრამ ზოგადად მინდა ავღნიშნო შემდეგი წამოწყებები:
- უპირველეს ყოვლისა, ერთიან საგანმანათლებლო ჯიჯი-სივრცეში, სწავლება-აღზრდასა და მართვაში შედეგებზე ორიენტირებული პროექტული მიდგომის დანერგვა;
- მრავალმხრივი განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შემნა და მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა;
- ადგილობრივი სოციო-კულტურული ტრადიციების შენარჩუნება და საერთაშორისო ასპარეზზე გზის გაკვალვა;
- მასტიმულირებელი და მოწესრიგებული გარემოს შექმნა და მუდმივი განახლება საერთაშორისო გამოფენებზე წარმოდგენილი ულტრათანამედროვე ინვენტარითა და აღჭურვილობით;
- ადამიანური კაპიტალის უწყვეტი ზრდა...


ჯიჯი დინამიკური, რეფორმირებადი, ღია საგანმანათლებლო სივრცეა, რომლისთვისა უცხოა „შეჩვეულ ჭირის“ პარადიგმა. უწყვეტი განვითარება მისი ფუძემდებლური პრინციპია.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება გარკვეულ რისკს უკავშირდება. მათ შორის სწავლებაში არასტანდარტული მეთოდების გამოყენება,
ძალიან რთულია ამ დროს სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერის იმედი იქონიო. ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგანმანათლებლო პროცესებზე.
გვჯერა, მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული პოზიტიური ნაყოფის მოლოდინი, რომელზეც “ჯიჯი-პედაგოგიკაა” გათვლილი, გააბათილებს ყოველნაირ ეჭვს.

დღეს ჯიჯი ქალაქის, ქვეყნის ღირშესანიშნეობად არის წარმოდგენილი, რომლის მომხიბვლელობა ძირითადად თვალსაჩინო, ხილული ელემენტებით განისაზღვრება. თანამედროვე დიზაინი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რა თქმა უნდა იწვევს ეიფორიას, მაგრამ ის უხილავი ნაწილი, რომელიც ჩადებულია ჯიჯის სრულ შინაარსში, დამერწმუნეთ, გიგანტურია.

მალე დადგება პირველი შედეგების ცხოვრებაში ხილვის დრო, როცა რამოდენიმე ათეული ჯიჯიელი ქვეყნის საამაყოდ მნიშვნელოვნად გაუსწრებს თანატოლებს და დაიმკვიდრებს ღირსეული ადგილს 21-ე საუკუნის ახალ, ინოვაციურ სოციუმში.

P.S. ნებისმიერი ეკონომიკური არასტაბილობა ქვეყანაში ან სხვა ობიექტური მიზეზი არ ჩაითვლება ფორს-მაჟორად ჯიჯის პროექტების განხორციელებაში. ჯიჯი ახალი ამოცანების დასახვის, შესრულების მექანიზმების შექმნის და მათი ეფექტურად გამოყენების მუდმივ რეჟიმშია და იქნება.

დიდი მადლობა იმ შესანიშნავ ადამიანებს, ვინც გვანდო თავიანთი სიმდიდრე - საუკეთესო ბავშვები.

ჯიმშერ ღურწკაია!

 

06 სექტემბერი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.