გიმნაზია "ჯიჯი" აცხადებს ვაკანსიებს ახალი სასწავლო წლისათვის შემდეგ პოზიციებზე:
-მათემატიკის მასწავლებელი, V-VIII კლასები;
-ფიზიკის მასწავლებელი;
-რუსული ენის მასწავლებელი და წრის ხელმძღვანელი, III - VIII კლასები; *
-სპორტის მასწავლებელი და წრის ხელმძღვანელი I-VIII კლასები;
-ინგლისური ენის წრის ხელმძღვანელი, III - VIII კლასები; *
-ცეკვის წრის ხელმძღვანელი;
შენიშვნა:
-უცხოური ენების მასწავლებლებისა და წრის ხელმძვანელების კონკურსი საერთაშორისოა, უპირატესობა ენიჭება პედაგოგებს, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია;
-ჯიჯის პედაგოგებს არ უნდა ჰქონდეთ შეზღუდვა სასწავლო მივლინებებთან დაკავშირებით, მათ შორის უცხოეთში.
კონკურსანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
კვალიფიკაცია:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება;
- სასურველია პედაგოგიური საქმიანობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება და სერთიფიცირება
ცოდნა:
- სწავლისა და განვითარების ძირითადი თეორიები;
- ეროვნული სასწავლო გეგმის (მიზნები, ფასეულობები, საგნობრივი პროგრამები, სწავლების თანამედროვე მიდგომები, შეფასების სხვადასხვა ფორმები) ცოდნა;
- პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი ბაზა (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებლის სტანდარტი, საგნობრივი სტანდარტი, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, მოსწავლის ქცევის კოდექსი, ბავშვის უფლებათა კონვენცია, გიმნაზიის მარეგულირებელი დოკუმენტები)
-კომპიუტერული პროგრამებისა და უცხო ენის (ინგლისური, რუსული ან გერმანული) ცოდნა სასურველია
უნარები
- კლასის მართვა
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
- გუნდური და დამოუკიდებელად მუშაობა;
- სიახლეების მიმღებლობა და ადვილად ათვისება;
- დროისა და სტრესის მართვა;
- კონფლიქტების მართვა.
დამოკიდებულებები:
- ბავშვების, მშობლებისა და თანამშრომლების პატივისცემა;
- განვითარებაზე ზრუნვა, შემოქმედებითობა, და ინოვაციურობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
მასწავლებლის მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ეროვნული და გიმნაზიის სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით (საჭიროებისას ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენა);
- თითოეული მოსწავლის ფიზიკურ, კოგნიტურ და ფსიქო-სოციალურ განვითარების ხელშემწყობი უსაფრთხო, მზრუნველი, ორგანიზებული, კეთილგანწყობილი და წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნა;
- კვლევაზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომების, მეთოდების, ტექნოლოგიების, საშუალებებისა და მასალების გამოყენება თითოეული მოსწავლის ეფექტიანი სწავლისა და წინსვლისათვის;
- თითოეული მოსწავლისათვის სწავლასა და განვითარებაში დახმარების გაწევა როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო დროს საჭიროებაზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებით;
- მოსწავლეებისა და საკუთარი გამოცდილების მუდმივი კვლევა და შეფასება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ცოდნის განახლება და პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესება;
-ეთიკის ნორმების დაცვა და თანამშრომლობა მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს;
- ადმინისტრაციასთან, კოლეგებთან და მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
- სასწავლებლის განვითარებაზე და მის იმიჯზე ზრუნვა;
- საწავლებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
პრეტენდენტები ავსებენ და 2015 წლის 20 აგვისტომდე წარადგენენ სააპლიკაციო-სარეგისტრაციო ფორმასა (გადაწერეთ სააპლიკაციო-სარეგისტრაციო ფორმა) და შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციის ასლებს, ელექტრონულ ფოსტაზე gg.zugdidi@gmail.com ან მისამართზე : ქ. ზუგდიდი, ცაიშვილის ქ. 32
დოკუმენტაციის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შეირჩევა ერთი ან რამდენიმე კანდიდატი, ვისთანაც ტარდება გასაუბრება.
დამატებით დასაშვებია ტესტური და ან სადემონსტრაციო შემოწმება.
შერჩევისას პროფესიული კომპეტენციის გარდა გაითვალისწინება გიმნაზიის საგანმანათლებლო კონცეფციასთან შესაბამისობა.
გისურვებთ წარმატებას!
10 აგვისტო, 2015 წ.