- მასწავლებელო, დავისვენე, ახლა ნებისმიერ კითხვაზე შემიძლია ვიფიქრო...
- ამ მუსიკამ, სიჩუმემ სითბოთი ამავსო...
- ასე არასდროს დამისვენია...
რამდენიმე დღეა ჯიჯის დაწყებითი კლასის გოგო-ბიჭები, დიდ დასვენებაზე მიღებულ ემოციებზე სხვადასხვანაირად ესაუბრებიან ტუტორ-დამრიგებლებს, რადგან ჯიჯის ბავშვთა პანსიონატის სასიამოვნო გარემოში, უჩვეულოდ ატარებენ დროს.