error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ინტეგრირებული გაკვეთილი ბოტანიკურ ბაღში.
ინტეგრირებული გაკვეთილი ბოტანიკურ ბაღში.
დღეს iv კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა ნათია ნადარაიამ, ბუნების პედაგოგმა ქალბატონმა ნინო ჭიჭინაძემ, ხელოვნების მასწავლებელმა რუსუდან შანავამ და ტუტორ-დამრიგებელმა გახა საჯაიამ ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი ბოტანიკურ ბაღში.
ქართულის მასწავლებელმა განიხილა ნ.კეცხოველის "დაე, იცოცხლონ კაკაბმა და ხოხობმა!" მხატვრულ ლიტერატურაში ასახული ნადირობასთან დაკავშირებული პრობლემა ანუ თოფით სანადიროდ წასვლა ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლე მოუსწრაფო ცოცხალ არსებას, ამიტომაც უმჯობესია სანადიროდ წახვიდე ფოტოაპარატით შეიარაღებული და გარემოს დაცვასთან ერთად დატკბე ფოტოხელოვნებით.
ისაუბრეს "ხოგაის მინდზე" , ხელოვნურ და ბუნებრივ გარემოზე, " წითელ წიგნში " შეტანილ ფრინველებსა და ცხოველებზე, ფოტოხელოვნებაზე, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ საინტერესო დარგზე.
მოსწავლეებმა, მართლაც "ინადირეს" ფოტოაპარატებით შეიარაღებულებმა და ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
28 მაისი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.