error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
"მხიარული სტარტები"
"მხიარული სტარტები"
დღეს,  გიმნაზიის სპორტულ ბაზებსა და ატრაქციონებზე ჯიჯის მოსწავლეების, მშობლებისა და თანამშრომლების მოზღვავება შეიმჩნეოდა.
ჯიჯიელები "მხიარულ სტარტებში" მონაწილეობის მისაღებად ოჯახებით მოვიდნენ.
პატარებმა გული იჯერეს ატრაქციონებზე გართობით და ტრიბუნებზე გადაინაცვლეს, რათა მშობლებისა და პედაგოგებისთვის ეგულშემატკივრათ.
მათი ნაწილი "მერცხლებს" ქომაგობდა, სხვები-"ლომებს".
"მხიარული სტარტები" უფროსების შესრულებით აზარტული გამოდგა. ფავორიტი გუნდი მხოლოდ რამდენიმე სახეობაში შეპაექრების შემდეგ გამოიკვეთა.
საბოლოოდ ქულებით უპირატესობას "მერცხლებმა" მიაღწიეს. თუმცა შეჯიბრს დამარცხებული არ ყავდა.
მშობელთა ასოციაციის სახელით ბატონმა ბიჭუნა გოგიამ გარდამავალი პრიზი ორივე გუნდს გადასცა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად ჯიჯიში მსგავსი პროექტები კვლავაც განხორციელდება.
02 მაისი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.