მეთოდიკა, რომელსაც ჯიჯის პედაგოგები იყენებენ, ნებისმიერი თემის გათვალსაჩინოებასა და ცხოვრებასთან კავშირს ითვალისწინებს.
გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელმა ხათუნა პერტიამ მორიგ გაკვეთილზე მოსწავლეებს საქართველოს ერთ-ერთ ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობა გააცნო.
მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოში მარცვლეულის მოყვანის, ჭირნახულის აღებისა და დაბინავების პროცესი.
ყურადღება გამახვილდა ქართული ხორბლის უძველეს ჯიშებსა და მარცვლეულის ძირითად პროდუქტებზე.
მოსწავლეები ესტუმრნენ შპს "ლეკოს", სადაც დაესწრნენ პურის ცხობის პროცესს და პარალელი გაავლეს პურის ცხობის ტრადიციულ მეთოდთან.
შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა პატარა ჯიჯიელებს ახალგამომცხვარი პურპროდუქტების დაგემოვნების საშუალებაც მისცეს.