ალექსანდრე ღურწაკაიას გიმნაზიამ "ჯიჯი" მონაწილეობა მიიღო ფესტივალში , რომელიც .პროექტის "ღია სახლი" ფარგლებში თემის განვითარების CDC რობერტ ბოშის ფონდის და ორგანიზაცია "მიტოსტის" ორგანიზებით დღეს ზუგდიდში გაიმართა.
სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებმა მიმდინარე პროეექტები და აქტივობები წარმოაჩინეს. ჯიჯის საქმიანობითა და მიმდინარე სიახლეებით საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ჯიჯის წევრებმა ყველა დაინტერესებულ პირს გიმნაზიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მოეწყო ჯიჯის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.
ფესტივალი ზუგდიდში პირველად ჩატარდა და მნიშვნელოვანია იმით, რომ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს და საზოგადოებას საშუალება ეძლევა იყოს მეტად ინფორმირებული ერთმანეთის საქმიანობის შესახებ.
პროექტს ხელმძღვანელობს ქალბატონი თამარ დაგარგულია, მხარდამჭერია ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობა