error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ენების სწავლებისადმი ახალი მიდგომის საპილოტე გაკვეთილი.
ენების სწავლებისადმი ახალი მიდგომის საპილოტე გაკვეთილი.
დღეს IV კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა ნათია ნადარაიამ და ინგლისური ენის მასწავლებელმა
ქალბატონმა ქრისტინა ნაჭყებიამ ჩაატარეს ინტეგრირებული საპილოტე გაკვეთილი, რომელიც პირისა და კუთვნილებითი ნაცვალსახელების განმარტებასა და ორივე ენაში გამოყენების საკითხებს მიეძღვნა. მოსწავლეებმა განმარტეს და დაასახელეს აღნიშული ნაცვალსახელები, ჩამოაყალიბეს მათ შორის მსგავსება - განსხვავებანი ქართულ და ინგლისურ ენებში ჯგუფების, რიცხვისა და ფორმების მიხედვით. წერილობითი სავარჯიშოებით და ზეპირი მაგალითებით განამტკიცეს შესწავლილი მასალა და გამოიყენეს გაკვეთილზევე საკომუნიკაციო სიტუაციებში.
წინ წამოიწია "მე"-სა და "ჩვენ"-ს (პიროვნულსა და კოლექტიურს) შორის მიმართების საკითხმაც. ხაზი გაესვა თქვენობით მიმართვის მნიშვნელობას ყოველდღიურ ეტიკეტში.
მოსწავლეებმა მოიყვანეს საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითები.
გაკვეთილს დაესწრო გიმნაზიის დირექტორი ბატონი ჯამბულ ნაჭყებია.
გაკვეთილის დასრულებისთანავე მოეწყო მისი ბლიც განხილვა.
იმჯელეს გაკვეთილის მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე, აღინიშნა, რომ ეს მიდგომა განამტკიცებს კავშირს საგანთა შორის, ხელს უწყობს დროის ეფექტურ გამოყენებას, მასალის უკეთ დამახსოვრებას. მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო ინტეგრირებულ გაკვეთილზე რუსული ენაც ჩაერთოს.
24 აპრილი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.