"ჯიჯი - გიმნაზიის" მე-6 კლასელები დღეს მომდევნო თემის _ "სივრცითი ფიგურები", შესწავლას შეუდგნენ.
ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიხსენეს ადრე ნასწავლი სივრცითი ფიგურები, მათი ელემენტების დასახელება.
მოახდინეს მათი კლასიფიცირება ორ ჯგუფად - მრავალწახნაგები და ბრუნვის სხეულები. სხვადასხვა მრავალწახნაგების წახნაგების, წიბოებისა და წვეროების რაოდენობების კვლევის გზით "აღმოაჩინეს" ეილერის ფორმულა. სმარტ დაფაზე ნახეს პროგრამა "GეოGებრა"-ს დახმარებით 3D-ში შექმნილი პრიზმების, პირამიდის, ცილინდრისა და კონუსის გამოსახულებები სხვადასხვა რაკურსით - დაათვალიერეს ირგვლივ, ზემოდან, ქვემოდან; ნახეს კვეთები სხვადასხვა სიბრტყით. იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ერთი პრიზმიდან შეიძლება კვეთების საშუალებით სხვადასხვა პრიზმების, პირამიდის მიღება.
მთლიანობაში მოსწავლეებმა ძალდაუტანებლად მიიღეს დიდი რაოდენობით ინფორმაცია, ხოლო 3D-ში შექმნილი ფიგურების გამოსახულება კიდევ კარგა ხანი დარჩება სმარტ დაფაზე, რათა საკუთარი ხელით დაატრიალონ ისინი, დაათვალიერონ და აკეთონ კვეთები; სრულყონ, და განიმტკიცონ მიღებული ინფორმაცია