ჯიჯიში დაფუძნებულმა "მე-7 სკოლელთა საინიციატივო ჯგუფმა" მორიგი აქტივობა განახორციელა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ჯამბულ თოლორაიას ორგანიზებით დღეს ჯიჯი ტელევიზია ყოფილი მე-7 სკოლის მხცოვან პედაგოგებს ეწვია.
მე-7 სკოლელმა ჯამბულ თოლორაიამ საკუთარ მასწავლებლებს გიმნაზიის საპატიო ჯილდო-ჯიჯის ორდენი გადასცა. პედაგოგებმა ალექსანდრე ღურწკაიამ, ლეილა ანთელავამ და კლარა გოგოხიამ გაიხსენეს მე-7 სკოლაში გატარებული წლები. მასწავლებლებმა ვრცლად ისაუბრეს სკოლაში არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც მათ მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად დაუგროვდათ. ჯიჯი ტელევიზია საინიციატივო ჯგუფთან ერთად დოკუმენტურ ფილმს ამზადებს და მე-7 სკოლის პედაგოგებს პერიოდულად სტუმრობს, ფილმი მაყურებელს მე-7 სკოლის არსებობის 56 წლიან პერიოდზე მოუყვება.