დღეს გიმნაზიაში ჩატარდა თათბირი , რომელსაც დისტანციური ჩართვით უცხოეთიდან დაეაწრო ბატონი
ჯიმშერ ღურწკაია. თათბირზე ისაუბრეს, გამოჩენილი კლასიკოსი მწერლის ბატონ გურამ დოჩანაშვილის ჯიჯიში ვიზიტის მნიშვნელობაზე. შემდეგ, პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა - ქალბატონმა თამარ ლატარიამ გააკეთა პრეზენტაცია ჯიჯიში პროექტულ მუშაობაზე გადასვლის შესახებ. ისაუბრა პროექტების სამომავლო გეგმებსა და მისი განხორციელებით მიღებულ სარგებლობებზე. მოხდა პირველადი პროექტების ანალიზი და მათი განხორციელების გზების დასახვა. პროექტების მიზანია ჯიჯიში არსებული ბაზისა და დანადგარებით თანამედროვე სასწავლო ჰიპოტეზების წამოჭრა და შემოწმება.
შეხვედრა დასრულდა კითხვა პასუხის რეჟიმში.