error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
მართკუთხედის ფართობი
მართკუთხედის ფართობი
მე-6 კლასში მათემატიკის გაკვეთილი თემაზე "მართკუთხედის ფართობი" საინტერესოდ წარიმართა.
მასწავლებლის მიერ გაკვეთილზე გამოყენებული სასწავლო სოფტი "ფიგურის ცნება", შექმნილი პროფესორ დავით სონღულაშვილის მიერ, მოსწავლეებს დაეხმარა ფართობის ცნების გააზრებაში. კერძოდ, მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ გავზომოთ ფიგურის ფართობი ნიშნავს მის შედარებას ზომის ერთეულად მიღებული კვადრატის ფართობთან. ანუ, ფიგურის ფართობი გამოიხატება რიცხვით, რომელიც ტოლია მასში "ჩალაგებული" ერთეულოვანი კვადრატების რაოდენობის. იგივე სოფტის გამოყენებით მოსწავლეებმა შეავსეს სხვადასხვა ზომის კვადრატები და მართკუთხედები საზომ ერთეულად მიღებული კვადრატებით და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა და სიმაღლის ნამრავლის ტოლია, ხოლო კვადრატისა კი - გვერდის თავის თავზე, ანუ გვერდის კვადრატის. ასევე, გააკეთეს დასკვნა, რომ ფიგურის ფართობი მისი შემადგენელი ფიგურების ფართობების ჯამის ტოლია, თუ ეს ფიგურები ერთმანეთს არ გადაფარავს.
მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეები თვითონ გაზომავენ სხვადასხვა ზომის ფიგურების გვერდებს და გამოთვლიან ფართობს, ამოხსნიან ფართობთან და პერიმეტრთან დაკავშირებულ ამოცანებს.
23 მარტი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.