დღეს, მეშვიდე კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა ნანა ჯაბურიამ ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი "გეოვიქტორინას" სახელწოდებით.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა გავლილი მასალის განმტკიცებას. კლასი დაყოფილი იყო ორ ჯგუფად , თითოეულ ჯგუფს ჰყავდა გუნდის კაპიტანი.
გუნდებს 14 სხვადასხვა აქტივობის დაძლევა მოუწია. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.