დღეს ჯიჯის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა. ჯიჯის ეწვივნენ მეშვიდე სკოლის კურსდამთავრებულები და თანამშრომლები.
თანამედროვეობისა და ადათ-წესების თანხვედრა დაიწყო კოლხური ტრადიციების შემსწავლელი კაბინეტიდან . ჯიჯის მოსწავლეებმა სტუმრები ხალხური სიმღერებით გაახალისეს.. გიმნაზიის მასწავლებლებმა მეშვიდე სკოლელებს გიდობა გაუწიეს ახალ საგანმანათლებლო სივრცეში , რომელიც ყოფილი მეშვიდე საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა.
საპატიო სტუმრებს ჯიჯის დამფუძნებელმა ბატონმა ჯიმშერ ღურწკაიამ და დირექტორმა ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ ერთგვარი ანგარიში ჩააბარეს და გააცნეს სიახლეები. სასიამოვნო ღონისძიების შემდეგ ჯიჯიელებმა და მეშვიდე სკოლელებმა გიმნაზიის ეზოში სიმბოლურად დარგეს მარადმწვანე მუხის ხე.