error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
აი ასეთი ლაბორატორია...
აი ასეთი ლაბორატორია...
გიმნაზიის ეზოში დღეს ძველი ადათ-წესების ლაბორატორია, ე.წ "ჯარგვალი" გაიხსნა, 2 კვირიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ჯიჯის ეზოში ჯარგვალის მშენებლობა დასრულდა და ამიერიდან ჯიჯიში მოსულ ნებისმიერ ადამიანს მისი დათვალიერების საშუალება მიეცემა. სიმბოლურად წითელი ლენტი უმცროსმა ალექსანდრე ღურწკაიამ გაჭრა. ჯარგვალში მეგრული სიმღერების ფონზე სტუმრებმა და ჯიჯიელებმა მოიყარეს თავი და მეგრული სუფრაც სიმბოლურად გაიშალა.
ე.წ "ჯარგვალში" გნათავსებულია და პერიოდულად დაემატება უძველესი ნივთები და ფოტოები. ჯიჯის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ჯიჯის ეზოში მსგავსი ტიპის შენობის ფუნქციონირება აუცილებელია, რათა ახალ თაობას სიძველისა და ადათ-წესებისადმი პატივისცემა ადრეული ასაკიდან ჩამოუყალიბდეს.

25 თებერვალი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.