error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჯიჯი "ოქროს კატალოგში"
ჯიჯი "ოქროს კატალოგში"
ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია ჯიჯი, როგორც ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე საქართველოში, შევიდა „2014-2015 წლების ოქროს კატალოგში“ ამონარიდი კატალოგის ტექსიდან: „ გიმნაზია „ჯიჯი“ შპს „რეზონანსი-საქართველოს“ მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს დაფუძნდა ყოფილი მეშვიდე საშუალო სკოლის ტიპური შენობის ბაზაზე. მან ფუნქციონირება 2013-2014 სასწავლო წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა, რეანიმირებული და გაფართოებული ობიექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა და ავტორიზაცია მიიღო.
გიმნაზია „ჯიჯის“ საინვესტიციო პროექტი, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ ბატონმა ჯიმშერ ღურწკაიამ მამის, დამსახურებული მასწავლებელის ბატონ ალექსანდრეს სახელზე, სამშობლოს მიუძღვნა, იმთავითვე სათანადოდ დაფასდა. მამა-შვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდა. შენობა „წლის არქიტექტურად“ აღიარეს, სასწავლო გარემო ევრაზიულ სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩაითვალა.
გიმნაზია „ჯიჯი“ არ ჩამოუვარდება განათლების აღიარებულ ბრენდებს, ხოლო საბუნებისმეტყველო-საინჟინრო მიმართულებით არის და იქნება ნომერ პირველი სასწავლო დაწესებულება. „ჯიჯი“ პატივს მიაგებს და აგრძელებს საუკეთესო საგანმანათლებლო და აღმზრდელობით ტრადიციებს. ამასთანავე, ის შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პრინციპულად ახალი, 21-ე საუკუნის შესაბამისი სასწავლებლის პირობებში წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი ნიჭი და პოტენციალი.
გიმნაზია „ჯიჯიში“ გამოყენებული მეთოდიკა ეხმიანება როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნას - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (იაკობ გოგებაშვილი “ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა). აქ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ და გამოიყენონ ცოდნა, განივითარონ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები წამყვანი ევროპული ფირმების მიერ წარმოებული დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და კლას-კაბინეტებში. წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორების ხელმძღვანელობით, მრავალპედაგოგიური ინოვაციური მიდგომის საფუძველზე. მათ სწორ ორიენტირებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ მაღალი კომპეტენციის საგნის მასწავლებლები და დამრიგებელ-ტუტორები.
გიმნაზია „ჯიჯიში“ სასწავლო გეგმა სავალდებულო საგნების გარდა მოიცავს დამატებით მეცადინეობებს საგამოცდო საგნებში, სპორტულ-ესთეტიკური წრეების, კლუბებისა და პროექტების მრავალფეროვან არჩევანს. კვების ბლოკი, შემეცნებითი და შემოქმედებითი ცენტრები, ივენთ ჰოლი, სპორტული დარბაზი და მოედნები, აკადემიური სასტუმრო და პანსიონი, რეკრეაციული უბნები და ა.შ. ქმნის საუკეთესო პირობებს მრავალმხრივი აქტივობების, მათ შორის საერთაშორისო საზაფხულო სკოლებისა და გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად.
„ჯიჯის“ ახალდაფუძნებულმა საბავშვო-შემეცნებითმა ტელევიზიამ „GG-TV“ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და აქტიურად ემზადება ეთერში გასასვლელად. ტელევიზია ხელს შეუწყობს ნიჭიერი მოზარდების გამოვლენასა და მათი შესაძლებლობების რეალიზებას. სხვადასხვა თემატიკაზე შემეცნებით-გასართობ გადაცემებში წამყვანის, რედაქტორისა თუ რეჟისორის ფუნქციებს თავად ბავშვები შეითავსებენ.
გიმნაზია „ჯიჯიმ“ ერთი წლის მანძილზე უკვე მიაღწია იმას, რომ ბავშვები სიხარულით მოდიან სკოლაში, ხოლო მშობლები არა მხოლოდ აკვირდებიან ღია გაკვეთილებს მონიტორების საშუალებით მათთვის განკუთვნილ ოთახში, არამედ აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში.
„ჯიჯისთან“ ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი ცენტრი (საბავშვო და წინასასკოლო ჯგუფები). დაწყებულია პროცედურები საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სტატუსის მოსაპოვებლად, რაც კურსდამთავრებულებს მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტების კარებს გაუღებს.
„აღსაზრდელების წინსვლა და საერთაშორისო მასშტაბით წარმატებების მიღწევა არის ჩემი მისია და მიზანი. შექმნილით კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როცა ჩვენი ბავშვები „დიდი გზიდან” მობრუნდებიან და სკოლის კედლებს მადლიერების ნიშნად მოეფერებიან… ეს იქნება ჩემთვის და ჩემი დიდი ოჯახისთვის განუზომელი ბედნიერება“ /გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტი ალექსანდრე ღურწკაია/.
21 თებერვალი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.