დღეს, 3თებერვალს ინგლისური ენის მასწავლებელმა, ელენე ჩანგელიამ , მე-3 კლასში ჩაატარა საინტერესო პროექტი თემაზე:
"როგორ გავაკეთოთ ყვავილები". გაკვეთილის მიზანი იყო ნასწავლი მასალის შეჯამება და პრაქტიკაში გამოყენება. მასწავლებელმა ეფექტურად გამოიყენა "კეთებით სწავლების" მეთოდი. გონებრივი იერიშის გამოყენებით მასწავლებელმა დაფაზე ჩამოწერა საჭირო რესურსების ჩამონათვალი. ამავე დროს პროექტის შესრულებისას გამოსაყენებელი ზმნები და ფრაზები. მოსწავლეები ხალისით მუშაობდნენ ჯგუფებში. დაამზადეს ყვავილები და ბარათები. მუშაობის პროცესში მოსწავლეები საუბრობდნენ ინგლისურად.
მომზადებული ყვავილები და ბარათები მიართვეს მათ საყვარელ მასწავლებლებს.