ბუნების მასწავლებელმა ქალბატონმა ნინო ჭიჭინაძემ დღეს, მე-4 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: "თანამედროვე მოგზაურები და გამოკვლევები".
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს განემტკიცებინათ ცოდნა მოგზაურებისა და მათი აღმოჩენების შესახებ . მასწავლებლის დახმარებით და სმარტდაფის გამოყენებით ბავშვებმა შეძლეს ვირტუალური მოგზაურობა დედამიწის გარშემო. მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობდნენ გამოემჟღავნებინათ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები. თამაშმა "მოგზაურობა დედამიწის გარშემო" პედაგოგს გაუადვილა შეეფასებინა შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის გააზრება და ინფორმაციის წარმოდგენა ვიზუალური ელემენტების გამოყენებით. მოსწავლეებმა გაკვეთილის შედეგად დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება და მოსაზრებები თანამედროვე მოგზაურობაზე...