error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ღია გაკვეთილი მათემატიკაში
ღია გაკვეთილი მათემატიკაში
მე-6 კლასში მორიგი ღია გაკვეთილი ჩატარდა - ამჯერად, მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო "წილადის ჩაწერა ათწილადის სახით".
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ საგაკვეთილო პროცესის ბოლოს მოსწავლეებს შეძლებოდათ წილადის ათწილადის სახით ჩაწერა სხვადასხვა ხერხით - მნიშვნელში ათის ხარისხების მიღებით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეუძლებელია მნიშვნელისა და მრიცხველის რაიმე ნატურალურ რიცხვზე გამრავლებით, მრიცხველის გაყოფით მნიშვნელზე. გარდა ამისა, მოსწავლეები გაარჩევდნენ სასრულ და უსასრულო პერიოდულ ათწილადს (მათ შორის წმინდა და შერეულს) და გაიუმჯობესებდნენ მათემატიკურ თემებზე ტექსტის გააზრების უნარს.
მიზნის მისაღწევად მასწავლებელს დაგეგმილი ჰქონდა თანამშრომლობითი მეთოდის გამოყენება. შესაბამისად მუშაობა წარიმართა მცირე ჯგუფებში. ჯგუფის დავალება იყო თემის გარშემო ტექსტის გარჩევა-გააზრება და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული დავალების შესრულება. კერძოდ, მოცემული წილადების კლასიფიცირება სასრულ და უსასრულო პერიოდულ (წმინდა და შერეულ) ათწილადად. საერთო ძალისხმევით ჯგუფებმა შეძლეს დავალების შესრულება, ხოლო მისი შედეგების განხილვის შემდგომ შეაფასეს ჯგუფებში მუშაობა - დადებითი და უარყოფითი მომენტები.
შედეგების განხილვაზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ დასახული მიზანი მიღწეულიქნა, მაგრამ ასევე, დადგინდა, რომ ზოგიერთი მოსწავლე სათანადოდ ვერ ასრულებს გაყოფის მოქმედებას.


09 დეკემბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.