"ჯიჯის პრე-სქულში" მოზარდები აქტიურად გადიან გონებრივ და ფიზიკურ სავარჯიშოებს.
ამ ეტაპზე პატარებს ჭადრაკში სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ. პრე-სქულის აღსაზრდელები ჭადრაკის პედაგოგთან ლევან პერტიასთან ერთად კვირაში 2ჯერ ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს აწყობენ და ველებს ერთობლივად არჩევენ.
პრე-სქულის აღსაზრდელებისთვის სკოლამდელ ცენტრში ასევე ისწავლება მუსიკა , რომელსაც ნანა ნოდია ხელმძღვანელობს. ქორეოგრაფიაში პატარებს ნინო საბახტარაშვილი ამზადებს.
როგორც პრე-სქულის პედაგოგი სოფიო ჩიტაია განმარტავს , მსგავსი აქტივობები სკოლამდელ ცენტრში მუდმივად ხორციელდება. მისივე განმარტებით პრე-სქულში მსურველები იანვრიდან ისევ მიიღებიან.
დამატებითი ინფორმაციისტის შეგიძლიათ მობრძანდეთ მის: ქ. ზუგდიდი ცაიშვილის ქ. N32