"ჯიჯის" გიმნაზიაში რამდენიმე კვირის უკან ოფიციალურად გაიხსნა "ჯიჯის" სახელოსნო, სადაც აქტიურად ჩაერთნვნენ გიმნაზიის მოსწავლეები , მოზარდებს კვირაში ორჯერ ხელოვნების პედაგოგები ხალხური რეწვისა და ხატვის გაკვეთილებს უტარებენ.
"ჯიჯის" მოსწავლეებმა დამატებითი მეცადინეობებისა და საგაკვეთილო პროცესის დახმარებით, შექმნეს ხელთნაკეთი ნივთები.
დღეს, 2 დეკემბერს სიმბოლურად "ჯიჯის" ივენთ ჰოლში მოეწყო , გიმნაზიის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით: "შეხვედრამდე შემოდგომავ"...
"გამოფენის მიზანი იყო, სექტემბრიდან დღემდე შექმნილი ხელთნაკეთი ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება "-აცხადებს ხელოვნების პედაგოგები რუსუდან შანავა და გახა საჯაია
დღესვე გიმნაზიის მესაკუთრემ და დირექტორმა , მუსიკის მასწავლებელთან ერთად ის მოსწავლეები დააჯილდოვეს, რომლებსაც გასულ კვირას , 23 ნოემბერს ქ. თბილისში, არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართულ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ფესტივალში , მონაწილეობისათვის დიპლომები გადაეცათ.