დღეს მეშვიდე კლასში, ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგებმა ხათუნა პერტიამ და ნანა ჯაბურიამ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: " დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები".
გაკვეთილის მიზანი იყო ცნობილი აღმოჩენების გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის განსაზღვრა. მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით ( სლაიდ შოუების, წყაროს ანალიზით) განიხილეს აღმოჩენების წინამძღოლი ისტორიული პროცესები : თურქ-სელჩუკთა შემოსევები, კონსტანტინოპოლის დაცემა..თ-დიაგრამის მეშვეობით ისაუბრეს ცალკეული აღმოჩენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.