დღეს,28 ნოემბერს ინფორმატიკის მასწავლებელმა ინგა შამუგიამ მეხუთე კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე '"კოპირება, ამოჭრა, ჩასმა'".
მცირე,გათვალსაჩინოებული ლექციისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მონაცვლეობით მასწავლებელმა წარმატებით მიაღწია დასახულ მიზანს. გაკვეთილი სახალისო და საინტერესო გახადა მრავალფეროვანმა აქტივობებმა. პედაგოგმა საგაკვეთილო პროცესზე გამოიყენა საგანთა შორის კავშირიც, ერთ-ერთი სავარჯიშო ითვალისწინებდა წინადადებაში გამოტოვებული სიტყვების სწორად ჩასმას მოცემული ნიმუშებიდან.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ ბატონი დავით სონღულაშვილი და დირექციის წევრები.