მეექვსე კლასში კლასის დამრიგებელ-ტუტორმა ხათუნა პერტიამ და დირექტორის მოადგილემ მშობლებთან ურთიერთობის დარგში ელისო რაფავამ ჩაატარეს კლასს-საათი თემაზე "წონასწორობა".
დამრიგებელმა ისაუბრა სხვდასხვა სიტუაციებში წონასწორობის მნიშვნელობაზე, სახელმწიფოების მაგალითზე განიხილა ამ თემის აქტუალობა და დედუქციის გზით მათ პიროვნულ გამოცდილებას დაუკავშირა. მოსწავლეებმა გააცნობიერეს განსხვავებილი ხედვის მიღების, გაცნობიერების, შეთანხმების უნარების აუცილებლობა. დაასკვნეს, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ან კომპრომისით ან შეთანხმების გზით. კლასს საათი შეჯამდა სიტუაციური ამოცანების განხილვით. მოსწავლეებს დაევალათ ისეთი წესების შემუშავება, რომლებიც საზოგადოებაში წონასწორობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ჩანიშნულ იქნა მომდევნო კლასს-საათი თემაზე: "ერთობლივად შემუშავებული წესების მნიშვნელობა".