გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, სოფიო ყალიჩავამ პირველ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი "გემი'.
გაკვეთილის მიზანი ოყო "გ" ასო-ბგერის გაცნობა , მისი კითხვა და წერა. მოსწავლეებმა შეძლეს სწორი კითხვისა და გრაფიკული ჩვევების ფორმირება.
გაკვეთილი დაიწყო მოტივაციის შექმნით, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში.
გამოყენებული იყო კითხვის სწავლების სხვადასხვა მეთოდი.
გაკვეთილი დასრულდა მოსწავლეთა თვითშეფასებით .
ღია გაკვეთილს ესწრებოდა გიმნაზიის დირექტორის მოადგილე სასწავლო-მეთოდურ დარგში თენგიზ ჩაკაბერია.