დღეს მე-7 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე : "რაციონალური რიცხვები".
პედაგოგმა ანატოლ წყაროზიამ კლასს გააცნო გაკვეთილის თემა და მიზანი. მასწავლებელმა მოსწავლეთა ფონური ცოდნა შეამოწმა, რის შემდეგაც ახალი მასალა ინდივიდუალური მუშაობის გზით ახსნა. მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხარისხი შემოწმდა კითხვა -პასუხის მეთოდით და თითოეული მოსწავლე ადეკვატურად შეფასდა.
გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას.