პირველი მეცადინეობა დღეს, 22 ნოემბერს, ჯიჯის სამკითხველო დარბაზში გაიმართა. დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ლექციებს საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დავით სონღულაშვილი კითხულობს.
პირველ გაკვეთილს ქალაქისა და რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწვლეები პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ. პროფესორმა მოსწავლეებს დეტალურად აუხსნა, თუ როგორ უნდა დაეუფლოს თითოეული მათგანი ჯიჯის რეალურ-ვირტუალურ სასწავლო ლაბორატორიების ბაზაზე, ფიზიკა-მათემატიკისა თანამედროვე ტექნოლოგიებს. მოსწავლეები აითვისებენ რობოტო-ტექნოლოგიებს, შეიძენენ კვლევით და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, თავადვე შექმნიან ნამუშევრებს და რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში თავიანთი გამოგონებებით წარდგებიან.
დღევანდელი თემა იყო "გამოყენებითი ფიზიკა" , მოსწავლეებს თემის ირგვლივ შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ მოწყობილობას.მაგ: "რობოტი, რომელიც მიყვება შავ ტრაექტორიას". გაკვეთილები ასევე მიმდინარეობდა ოპტიკის კანონებზე.
როგორც პროფესორი განმარტავს, რობოტი მუდმივად გაუმჯობესდება, რათა მოხდეს ბავშვების ამ მიმართულებით განვითარება და ინტელექტის ჩამოყალიბება.