ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა კვირტიამ სადამრიგებლო პროგრამასთან ინტეგრირებით
( დამრიგებელ-ტუტური ხათუნა პერტია) ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: რევაზ ინანიშვილის ,,დამრიგებელი". მე-6 და მე-7 კლასელების ურთიერთანამშრომლობით გაკვეთილი საკმაოდ საინტერესოდ და შედეგიანად წარმართა.
,,გონებრივი იერიში" ,, ვარაუდების სქემა" ,,კითხვის დასმა ტექსტის ირგვლივ" ,,წერა მრგვალი მაგიდის ირგვლივ" ,,კონსტრუქციული დისკუსია" - ეს იყო ის მეთოდები რომელიც მასწავლებელმა მოდიფიცირებული სახით შესთავაზა მოსწავლეებს და ეფექტურად მიუსდაგა მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. ტექსტში აღწერილი სიტუაციებით შემუშავდა თეზისები, რომლის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.
ტუტორმა მოსწავლეებს შუმერულ თიხის ფირფიტაზე შემორჩენილ წარწერა და ბავშვათა უფლებათა კონვენციის ძირითადი მუხლები გააცნო. ამ გზით მოსწავლეებმა გააცნობიერეს რა როლი ენიჭება დამრიგებლის უძველესი დროში , ტექსტში აღწერილ ეპოქასა თუ მათ სასკოლო და პირად ცხოვრებაში. ამოიცნეს პერსონაჟის ქმედების განმსაზღვრელი ფაქტორები გაეცნენ საუკეთესო, ტაქტიანი დამრიგებლის სახეს და ჩაწვდნენ მათი თანატოლი ლიტერატურული პერსონაჟის სულიერ სამყაროს.