მე-4 მე-5 კლასის დამრიგებელ-ტუტორმა ქრისტინა ნაჭყებიამ ამავე კლასებში ჩაატარა გაერთიანებული კლასის საათი თემაზე: "გამოჩენილი პიროვნებები" .
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია გამოჩენილ მხატვრებსა და მწერლებზე.
"აქტივობა მიზნად ისახავდა, საკუთარი მოსაზრებისა და არჩევანის არგუმენტირების უნარის გამოვლენას"-განმარტავს ტუტორი ქრისტინა ნაჭყებია. მისივე განცხადებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ "ჯიჯის" აღსაზრდელები კარგად იცნობებნ სწავლების თანამედროვე მეთოდებს.