ჯიჯის ივენთ ჰოლში ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს.
ჯიჯის მუსიკის მასწავლებლის, ქალბატონ ნანა ნოდიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჯიჯის ვოკალური ჯგუფები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დათვალიერება -ფესტივალში.
ფესტივალი ტარდება 23 ნოემბერს ქ. თბილისში, არტ ჰოლის საკონცერტო დარბაზში. ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ტურისტულ-შემოქმედებითი კომპანია "„Magic Group“. ფესტივალს GG-TV -ის შემოქმედებითი გუნდი გადაიღებს და Caucasus Online-ზე 1 დეკემბრიდან შემოგთავაზებთ.