მესამე კლასში დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათია ნადარაიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი.
თემა გახლდათ იოსებ გრიშაშვილის ლექსი "ხელის ჩუქურთმა".მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის, როგორც ლინგვისტური ასევე მხატვრული ანალიზი. ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრებები,რატომ უნდა წერდნენ ლამაზად . მასწავლებელმა მათ ახალ მასალად მიაწოდა დონალდ ბირეტის "დედა წერტილი და შვილი წერტილი". ტექსტის გაცნობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა, პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა მოეხდინათ ყოველი აბზაცის პერიფრაზი და მოკლე ლაკონური წინადადებების ჩამოყალიბება. მოზარდებმა ღია გაკვეთილზე პარალელი გაავლეს მათიუ ბარის "პიტერ პენთან" და აღნიშნეს სასვენი ნიშნების საჭიროება ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.