დღეს, 18 ნოემბერს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებმა რუსუდან შანავამ და გახა საჯაიამ მეხუთე კლასში ჩაატარეს ღია გაკვეთილი .
გაკვეთილის თემა იყო "ფერადოვანი სამყარო". ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ფერის როლსა და მის მნიშვნელობაზე . მოზარდებმა პრაქტიკული სამუშაოს მეშვეობით გამოიტანეს დასკვნა, თუ როგორ იქმნება ფერის საშუალებით სივრცეზე შთაბეჭდილება. ბავშვებმა გაკვეთილზე საკუთარი ხედვით შექმნეს პეიზაჟის საინტერესო ნიმუშები და თავადვე გაარჩიეს თანაკლასელების ნამუშევრები.