დღეს 15 ნომებერს , ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამის ფარგლებში , "ჯიჯის" სპორტულ მოედანზე გაიმართა ტრადიციად დამკვიდრებული სპორტული შეჯიბრება.
ტურნირი მინი ფეხბურთში ყოველ შაბათს ტარდება და მასში გიმნაზიის მასწავლებლები, მშობლები და მათი ოჯახის წევრები აქტიურად ერთვებიან.
სპორტული შეხვედრის მიზანს, პედაგოგებსა და მშობლებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება წარმოადგენს. სწორედ მეგობრული ანგარიშით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა.