დღეს, 14 ნოემბერს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა სოფიო ყალიჩავამ, მოსწავლეთათვის სწავლის ამაღლების მიზნით, პირველი კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა სადამრიგებლო საათი, თემაზე " მე დავიპყრობ GG მწვერვალს".
მასწავლებელმა მოსწავლეებს უჩვენა დიდაქტიკური ანიმაციური ფილმი "ბომბორა სწავლას იწყებს ". ანიმაციის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა გაანალიზეს ფილმი, იმსჯელეს ბომბორას ქცევებზე, ივარჯიშეს ეთიკურ მოქმედებებში და მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ მხოლოდ ზრდილობით, კარგი სწავლით გამორჩეულ მოსწავლეს შეუძლია ჯიჯი მწვერვალის დაპყრობა.