ჯიჯიში მორიგი პედაგოგიური თათბირი დასრულდა.
შეთახმდა ღია გაკვეთილების განრიგი. GG-TV გადაიღებს და გამოიყენებს მათ როგორც დიდაქტიკურ მასალას, ხოლო მშობლებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ ამ გაკვეთილების პირდაპირ ტრანსილირებას.
სასწავლო მეთოდურ დარგში დირექტორის მოადგილეს ბატონ თენგიზ ჩაკაბერიას მიერ წამოყენებული წინადადების შესაბამისად მასვე დაევალა დააზუსტოს იმ მოსწავლეთა სია, რომლებიც საჭიროებენ დამატებით ინდივიდუალურ მეცადინეობას კონკრეტულ საგნებსა და საკითხებში. სია დადგინდება შეფასების შედეგებისა და მასწავლებლებისა და მშობლების მოსაზრებების შეჯერებითა და გათვალისწინებით.
დირექტორის მოადგილე მშობლებთან მუშაობისა და აღმზრდელობით დარგში ქალბატონი ელისო რაფავა გაუძღვა დისკუსიას აღმზრდელობით დარგში ერთიანი მიდგომების ფორმირების მიზნით.
გიმნაზიაში უკვე ფორმულირებულია მოსწავლეთა არასასურველი, სავალდებულო და სასურველი ქცევების ჩამონათვალი, რომელიც მშობლებთან და მოსწავლეებთან განხილვის შემდეგ საფუძვლად დაედება ერთიან მიდგომებს და გახდება საფუძველი
წახალისებისა და დასჯის ღონისძიებების გატარებისას.
დირექტორის მოადგილემ საგარეო საკითხებში ქალბატონმა ნათია კვარაცხელიამ პედაგოგებს გააცნო საერთაშორისო ბაკალავრიატის ადმინისტრაციისგან მიღებული მოწვევა სპეციალურ სემინარებზე, რომელთა ჩატარება დაგეგმილია მომავალი წლის დასაწყისში.
თათბირზე იმსჯელეს ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კვირის ბოლოს დაგეგმილ ღონისძიებებზე.