"ჯიჯის" დირექტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ დღეს სკოლის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
სკოლის ადმინისტრაციისა და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად დირექტორმა განიხილა ის საკითხები,რომელიც გიმნაზიაში მომავალი კვირიდან უნდა განხორციელდეს. სკოლის დირექტორმა თითოეულ თანამშრომელს ინდივიდუალური დავალება მისცა.