"იმიტირებული სოფელი და ბარაქიანი შემოდგომა"- ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა დღეს "ჯიჯის" გიმნაზიაში სკოლამდელი ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება, რომელშიც Pre-School-ის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და სკოლის ეზოში შეკრებილ სტუმრებსა და მშობლებს წელიწადის ყველაზე ფერად დროზე ლექსებითა და სიმღერებით მოესიყვარულნენ.
მოზარდებმა პუბლიკის წინაშე რამდენიმე ქორეოგრაფიული ნომერიც შეასრულეს და მათი მხრიდან მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
იმეტირებული სოფლის ეზოში გამოიფინა სკოლამდელი ცენტრის აღსაზრდელების ნამუშევრები, რომლებიც პატარებმა თემატურად დღევანდელ ზეიმს მიუძღვნეს.
Pრე-შცჰოოლი-ის პედაგოგმა სოფო ჩიტაიამ ღონისძიების დასასრულს მოწვეულ სტუმრებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პატარებს წარმატებები უსურვა.