"ჯიჯის" გიმნაზიამ მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლა.
სამტრედიის N 1 საჯარო სკოლის მე-4 კლასისი მოსწავლეებმა გიმნაზიაში მშობლებთან, პედაგოგებთან, სამტრედიის "ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი ფილიალისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის "ლამპარის" წარმომადგენლებთან ერთად, წიგნების პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრაზე მოზარდებმა სულ 17, სხვადასხვა თემაზე შექმნილი წიგნი წარმოადგინეს და ჯიჯის გიმნაზიის მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში 4 წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა გაუზიარეს.
გიმნაზიაში ვიზიტის მიზანს, ქველმოქმედება წარმოადგენდა." აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში"-განმარტავს სამტერდიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ფაილაძე.
თავისმხრივ განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო სტუმრებს გიმნაზიის დირექციამ. ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუმრებს "ჯიჯის" დაარსების ისტორია გააცნეს და გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი, "სამეგრელო" უჩვენეს.
შეხვედრის დასასრულს სკოლებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.