"ბარაქიანი შემოდგომა" ამ სახელწოდების ღონისძიებით წარსდგება 14 ნოემბერს, მოწვეული სტუმრებისა და მშობლების წინაშე ჯიჯის პრე-სქულის აღსაზრდელები.
მოზარდები სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ და პარასკევს თავიანთი ნამუშევრების საჯაროდ გამოფენას გეგმავენ.
პრე-სქულის პედაგოგი სოფო ჩიტაია განმარტავს, რომ პატარები საკმაოდ თამამად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და ღონისძიებისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან. მათ დღეს რამდენიმე ესკიზი შექმნეს და წელიწადის ყველაზე ბარაქიანი დრო ფერადი ფოთლებით გააცოცხლეს.
ქართული
Pусский
English

















