"ჯიჯის" უკვე საკუთარი სასტუმრო აქვს, რომელმაც რამდენიმე თვეა ფუნქციონირება დაიწყო.
სასტუმრო დაკომპლექტებულია 1 საპრეზიდენტო, 3 ლუქს და 4 ბიზნეს ნომრით. ნომრების დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ განათლების სფეროში დასაქმებული პირებისთვის, ასევე გაცვლით პროგრამებში ჩართული ადამიანებისთვის და მოწვეული პროფესორებისთვის.
სასტუმრო განთავსებულია მე-3 და მე-4 სართულებზე, უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, ცენტრალური გათბობით,სამზარეულოთი, ინდივიდუალური აბაზანით-ცხელი და ცივი წყლით,WI-FI, თანამედროვე, კომფორტული ინტერიერითა და ავეჯით. სტუმრებს შეუძლიათ სასტუმროს გამოცდილ და კვალიფიციურ თანამშომლებს შუკვეთონ ტრადიციული და ევროპული კერძები.