error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ვებინარი ინგლისურის მასწავლებლებისთვის
ვებინარი ინგლისურის მასწავლებლებისთვის
ლონდონის ინგლისური ენის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ვებინარი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის საქართველოს მასშტაბით, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ჯიჯის ინგლისური ენის მასწავლებლები ნათია კვარაცხელია და ელენე ჩანგელია.
ვებინარს ბრიტანელი ენის ექსპერტები ატარებენ და ის ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებზეა ფოკუსირებული. ორ საათიანი ონლაინ ტრენინგის თემა წერისა და ლექსიკის სწავლების ეფექტური აქტივობების ანალიზი და სასწავლო პრაქტიკაში მათი გამოყენება იყო. ბევრ აქტივობას, რაზეც ვებინარზე იყო საუბარი, ჯიჯის ინგლისური ენის მასწავლებლები ენის სწავლების პროცესში სისტემატურად იყენებენ.
07 ნოემბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.