"ჯიჯის" ოჯახის ყველაზე პატარა წევრებმა დღეს ხელოვნებაში საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები ჩვენი კამერის ობიექტივში თამამად დააფიქსირეს და პედაგოგების მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს.
თემა: "შემოდგომის ნობათი", მოზარდებმა პლასტილინით გამოძერწეს და ხელოვნების გაკვეთილზე ხილის მრავალი სახეობა თავადვე შექმნეს.
ხელოვნების პედაგოგმა რუსუდან შანავამ და მისმა ასისტენტმა გახა საჯაიამ განაცხადეს, რომ მსგავსი აქტივობა მოზარდებში ხელს შეუწყობს ბუნებისადმი სიყვარულს, ფერების აღქმასა და შემოქმედებით წინსვლას.
05 ნოემბერი, 2014 წ.