error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
პატრიარქმა "ჯიჯი" აკურთხა
პატრიარქმა "ჯიჯი" აკურთხა
დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის თანხლებით და ხელშეწყობით შედგა "ჯიჯისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. უწმიდესმა  და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მიიღო და აკურთხა "ჯიჯის" დამფუძნებლები - ჯიმშერ და ლევან ღურწკაიები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა მშობელთა აქტიურობასა და მათ მონაწილეობაზე სასკოლო პროცესში.მისმა უწმინდესობამ გამოთქვა რჩევა მშობლების ბავშვებთან ერთად გაკვეთილებზე დასწრების ეფექტურობაზე. აკურთხა ჯიჯი და თითოეული მისი წევრი. დამფუძნებლები დღესვე შეხვდნენ მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტს (მეუფეს), საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს
ანანია ჯაფარიძეს.

04 ნოემბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.