"ჯიჯის" პირველი კლასის მოსწავლეებმა დღეს საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, დამრიგებელთან სოფო ყალიჩავასთან და ხელოვნების პედაგოგებთან რუსუდან შანავასთან და გახა საჯაიასთან ერთად ზუგდიდის არქიტექტურულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს.
მოზარდებმა წელიწადის ყველაზე ჭრელი დრო, საკუთარი ფერებით თაბახის ფურცლებზე გააცოცხლეს და ნამუშევრების პრეზენტაცია მოახდინეს.
როგორც პედაგოგი სოფო ყალიჩავა განმარტავს , აქტივობა , რომელიც "ჯიჯის" ყველაზე პატარა ოჯახის წევრებმა განახორციელეს მიზნად ისახავდა მოზარდებში ქალაქის ღირსშესანიშნაობების უკეთ გაცნობას, შემოდგომისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ცვლილებების დანახვას და გაცნობიერებას. ბუნებაში არსებული სხვადასხვა მასალის გამოყენებას კოლაჟის შესაქმნელად. მასწავლებლის განცხადებით, მოსწავლეებს მსგავსი ღონისძიებებით განუვითარდებათ მრავალმხრივი ინტელექტი, გამოუმუშავდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. შეძლებენ თავიანთი შთაბეჭდილებებისა და განცდების მხატვრულად გადმოცემას.
"ჯიჯის" თითოეულმა პირველმა კლასელმა დღევანდელი დღის აღსანიშნავად, ღონისძიების დასასრულს პიკნიკი მოაწყო და სოფლის ნობათით ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ.