error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
"ჯანსაღი ცხოვრების წესი"
"ჯანსაღი ცხოვრების წესი"
დღეს "ჯიჯიში" მე-2 კლასის მოსწავლეებთან პედაგოგმა ინგა ჯგუშიამ გაკვეთილი "ჯანმრთელი ცხოვრების წესის" განხილვას დაუთმო.
საგაკვეთილო პროცესზე პედაგოგმა მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სლაიდი უჩვენა და პატარებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოები გააცნო.
როგორც პედაგოგი ინგა ჯგუშია განმარტავს, კლასსაათის მიზანი იყო, ჰიგიენასთან დაკავშირებულ საკითხებში ცოდნის შეჯამება. სიტუაციური ამოცანის ანალიზი, მსჯელობა, სწორი არჩევანის დადასტურება და ჯანსაღი ცხოვრების წესების შედგენა.
გაკვეთილის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა, მოსწავლეთა ჯგუფებმა "ფლიპჩარტებზე" ჩამოწერეს "ჯანმრთელი ცხოვრების წესები", თან დაურთეს ამ წესების შესაბამისი ნახატები, რომლებიც თავადვე დააწებეს. მოსწავლეებმა დღესვე პრეზენტაციები წარმოადგინეს, მასწავლებელმა კი მათი ნაშრომები შეაჯამა .
29 ოქტომბერი, 2014 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.